იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელებს, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა და მათში ვენეციის კომისიის რეკომენდაციებია ასახული.
ცვლილებები „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონპროექტებს უკავშირდება.
ინიციატორების განმარტებით, კანონპროექტები მიზნად ისახავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ეფექტიანობის შემდგომ ხელშეწყობასა და მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხების გაუმჯობესებას.
Facebook Comments Box