GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არაფერი ისე არ აღვივებს ანტიევროპულ და ანტიდასავლურ განწყობებს ქართულ საზოგადოებაში, როგორც მიხეილ სააკაშვილის მოდერნიზაციის სიმბოლოდ წარმოჩენა

არაფერი ისე არ აღვივებს ანტიევროპულ და ანტიდასავლურ განწყობებს ქართულ საზოგადოებაში, როგორც მიხეილ სააკაშვილის მოდერნიზაციის სიმბოლოდ წარმოჩენა და შესაღება – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მდინარაძის თქმით, თუკი ვინმე ანტიევროპულ განწყობებს აღვივებს, პირველ რიგში, არიან ის ადამიანები, ვინც მიხეილ სააკაშვილს ასე პოზიტიურ ჭრილში წარმოადგენენ. მისივე თქმით, ტყუილზე აგებული პიარ კამპანია აზიანებს ევროპულ განწყობებს საქართველოში.

„თუკი ვინმე ცდილობს, რომ ეს ადამიანი [მიხეილ სააკაშვილი] არის მოდერნიზატორი და ასე შემოგვასაღოს, ქართული საზოგადოება ამას არ მიიღებს. ყველას ვთხოვ, ჩვენ ევროპელ კოლეგებს, თუნდაც მიხეილ სააკაშვილის იმ გულმხურვალე კობისტებს, რომლებიც ახერხებდნენ ხოლმე სადღაც ჩაატიონ ეს დათქმები რომელიღაც რეზოლუციაში და ა.შ. ყველამ გაითვალისწინოს, რომ თუკი ვინმე ანტიევროპულ განწყობებს აღვივებს, პირველ რიგში, ესენი თავად არიან, ვინც მიხეილ სააკაშვილს ასე პოზიტიურად წარმოადგენენ იმიტომ, რომ საქართველომ და მისმა უდიდებულესობა საზოგადოების უმრავლესობამ იცის, რომ ეს იყო მკვლელობის, წამების, გაუპატიურების, ბიზნესის რეკეტის, ღირსების აყრის, სიტყვის თავისუფლების ჩახშობის სიმბოლო და არა მოდერნიზაციის. ტყუილზე აგებული მისი პიარ კამპანია აზიანებს ევროპულ განწყობებს საქართველოში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,231 ნახვა