GD Banner
Uncategorized

აშშ-ის დაზვერვის სამმართველოს ყოფილი უფროსი: თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, შემდეგი საქართველო იქნება

„იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, მისი შემდეგი მიზანი საქართველო იქნება“. ამის შესახებ აშშ-ის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ლეონ პანეტამ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„სრულიად ნათელია, რომ თუ პუტინს უკრაინაში არ გავაჩერებთ, ის თავის აგრესიას გააგრძელებს, არა მარტო საქართველოს წინააღმდეგ, არამედ ნატოს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს ესაზღვრება. ამიტომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან უფრო აქტიურად უნდა ითანამშრომლოს და მისი უსაფრთხოება უზრუნველყოს“, – განაცხადა პანეტამ.

პანეტას შეკითხვა დაუსვეს საქართველოსა და ჩინეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გამყარებაზე. მისი თქმით, საქართველომ ნათლად უნდა განაცხადოს, რომ ის სუვერენული ქვეყანაა, საკუთარ ბედს თვითონ გადაწყვეტს და ამის უფლებას ჩინეთს არ მისცემს. 

პანეტას თქმით, საქართველო ძალზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა და მთავარი ამ ქვეყანაში არის ქართველი ხალხის შესაძლებლობა, რომ თავისუფლების უპირატესობები გამოიყენოს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,040 ნახვა