GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან

ნანა კაკაბაძე: ანტი-ქართულად მოაზროვნე პოლიტიკოსები და „ენჯეოშნიკები“ დიდი მონდომებით ცდილობენ თავის წარმოჩენას თავგადაკლულ „დემოკრატებად“, „ანტირუსებად“ და კომიკურ მდგომარეობაში იგდებენ თავს

ანტი-ქართულად მოაზროვნე ადგილობრივი პოლიტიკოსები და „ენჯეოშნიკები“ დიდი მონდომებით ცდილობენ თავის წარმოჩენას თავგადაკლულ „მედასავლეთეებად, დემოკრატებად, ანტირუსებად“, – ამის შეაახებ არასამთავრობო ორგანიზაციის ყოფილი „პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, ისინი ვერც კი გრძნობენ, თუ როგორ უხერხულ და კომიკურ მდგომარეობაში იგდებენ თავს. 

“რა არის პრო-რუსული და რა პრო-დასავლური ანტი-ქართულად(ანტი-ეროვნულად) მოაზროვნე ადგილობრივი პოლიტიკოსები და „ენჯეოშნიკები“ დიდი მონდომებით ცდილობენ თავის წარმოჩენას თავგადაკლულ „მედასავლეთეებად, დემოკრატებად, ანტირუსებად“. ვერც კი გრძნობენ, ხშირად როგორ უხერხულ და კომიკურ მდგომარეობაში იგდებენ თავს. ამ მცდელობებში ეს ნაცარქექიები სერიოზულად გვიმტკიცებენ, რომ: 1. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პრო-რუსია; 2. მართლმადიდებლური რელიგია პრო-რუსულია, შობის დღესასწაულის აღნიშვნა 7 იანვარს პრო-რუსობაა; 3. მეფე ერეკლე მეორე, რომელმაც ბავშვობიდან ღრმა მოხუცებულობამდე ცხოვრება საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში გაატარა და

40-მდე ჭრილობა მიიღო – პრო-რუსია; 4. ასევე პრო-რუსია ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 500 ზე მეტი ეკლესია-მონასტერი და ისტორიული შენობა აღადგინა, დაამარცხა ქართული ფაშიზმი, აღკვეთა ახალგაზრდების ქუჩებში ჩახოცვა, ციხეებში წამება- გაუპატიურება, ხალხის განკულაკება, ბიზნეს-რეკეტი, დამონებული სასამართლო გაათავისუფლა პროკურატურის მარწუხებისგან და ა.შ. პრო-რუსია იმიტომ, რომ მისმა ხელისუფლებამ რუსეთს არ დაუწესა სანქციები და არ გამოუცხადა ომი აგრესორს, რითაც გმირი უკრაინელი პრეზიდენტის განრისხება გამოიწვია. 5. ამერიკული ფარას კანონი საქართველოსთვის პრო-რუსულია, რადგან ისეთი ჯგუფების საქმიანობის ფინანსურ ლუსტრაციას ეხება, რომლებიც ხელშეუხებელნი არიან. 6. პრო-რუსია ყველა, ვისაც კითხვები უჩნდებათ დასავლეთის არასამართლიანი ქმედებების მიმართ ან კრიტიკა წამოსცდებათ. 7. პრო-რუსია ყველა, ვისაც ეჭვი ეპარება, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომში გაიმარჯვებს. 8. პრო-რუსია ყველა, ვინც არ მიესალმება საქართველოში გეი-აღლუმების ჩატარებას.

9. პრო-რუსია ყველა, ვინც არ მოითხოვს „პუტინის ტყვეობაში“ მყოფი „დემოკრატიის შუქურის“ გათავისუფლებას. 10. პრო-რუსულია ტალიავინის დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ წინასწარვე წაგებული ომის პროვოცირება მიშამ და ნაცებმა მოახდინეს. სამაგიეროდ, პრო-დასავლურია ფაქტობრივად ტალიავინის დასკვნის საფუძველზე შედგენილი, ევროპარლანენტის ის რეზოლუცია, რომელსაც ნაცებმა თავის დროზე ტაშის გრიალით მისცეს ხმა. ამის მიზეზი ისაა, რომ სწორედ ნაცები თვლიან საკუთარ თავს ყველაზე დიდ „მედასავლეთე, დემოკრატ და ანტირუს“ გმირებად. რაც მთავარია, „მედასავლეთე, დემოკრატი და ანტირუსი“ გმირია ყველა, ვინც გაბედულად აგინებს დედას პუტინს და რუსებს, უშიშრად უქნევს მუშტებს მათ „ჟანგიან ტანკებს“, თუმცა, ამ ტანკების დანახვაზე თავქუდმოგლეჯილი გარბის წითელ ხიდთან, ქვეყნის საზღვართან.

ასევე გმირია ყველა „მედასავლეთე, დემოკრატი და ანტირუსი“, ვინც მოითხოვს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე გეი-აღლუმის ჩატარებას. ვინც ციხეებს მართავს წამებებითა და ღირსების შემლახავი მოპყრობით და სახელს უტეხს ჩვენს ქვეყანას.ვინც მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო პატიმართა რაოდენობით, ვინც სასამართლოს პროკურატურის ჯიბეში მიუჩინა ადგილი.ვინც ეწევა ხალხის გაკულაკებას, ბიზნეს-რეკეტს. ვინც შექმნა ელიტური კორუფცია, ვინც ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები რუსეთზე გაასხვისა. მედასავლეთე ყოფილა ის ვინც დღეს მოითხოვს პროკურორის, ცესკოს თავმჯდომარის, მოსამართლეების და სხვა საპასუხისმგებლო თანამდებობის პირების უცხოელების მიერ დანიშვნას და სისხლით მოპოვებული სუვერენიტეტის დიდი ნაწილის „დაუძინებელი მეგობრებისთვის“ გადაცემას.

პროდასავლურია ყველა, ვისაც ოკუპანტთან საქმიან მოლაპარაკებას ურჩევნია მავთულხლართებთან შარვალჩახდილ მდგომარეობაში ფოტოების გადაღება. ბოლოს, ყველაზე მეტად პროდასავლურია ის, ვინც ყოფილი ომბუდსმენის ნინო ლომჯარიას და მისი ყოფილი მოადგილის მსგავსად მოგვიწოდებენ, რომ ქვეყნის თავზე რუსული ბომბების ცვენა გამოვიწვიოთ და ევროპისკენ ასკინკილით ვიმოძრაოთ, რათა ამით უფრო მეტად მოვაწონოთ თავი ევროპას”, – წერს ნანა კაკაბაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,233 ნახვა