გერმანიას უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის რაკეტების გადაცემა არ სურს. ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისი თქმით, Taurus-ის რაკეტების მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ არასწორად გამოყენების შემთხვევაში სამიზნეს შესაძლოა „სადღაც მოსკოვში მოხვდეს“.
შოლცის განცხადებით, Taurus-ის გამოყენებაზე მონიტორინგისთვის უკრაინაში გერმანელი სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნა იქნება საჭირო, რაც ასევე გამორიცხულია.
Facebook Comments Box