GD Banner
საგარეო პოლიტიკა

კარლსონი: დენაციფიკაცია ყველაზე სულელური ტერმინია, რაც კი ოდესმე გამიგია

დენაციფიკაცია, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას ამართლებს, ერთ-ერთი ყველზე სულელური ამბავია, რომელიც ოდესმე გამიგია. ამის შესახებ ამერიკელმა ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა განაცხადა, რომელმაც თებერვლის დასაწყისში პუტინთან ინტერვიუ ჩაწერა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„მართალი გითხრათ, ვერც კი გავიგე, თუ რას ნიშნავს დენაციფიკაცია“, – განაცხადა Fox News-ის ყოფილმა წამყვანმა.

მისი თქმით, სისულელეა იმის თქმა, რომ 2024 წელს სრულფასოვანი ნაცისტური მოძრაობა არსებობს. „უკრაინელებს უწოდო ნაცისტები – რაღაცა ბავშვობას ჰგავს“, – განაცხადა კარლსონმა. ამასთანავე მან აღნიშნა, რომ პუტინს  უკრაინის დენაციფიკაციის აუცილებლობის მართლაც სჯერა და ამას ომის ერთ-ერთ მიზანს უწოდებს.

2024 წლის თებერვალში ტაკერ კარლსონმა ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუს დროს პუტინი შეეცადა, რომ უკრაინაში შეჭრა სხვადასხვა მიზეზით ახსნა. ასევე ვლადიმერ პუტინმა

განაცხადა, რომ 1939 წელს ადოლფ ჰიტლერი თავს დაესხა პოლონეთს იმის გამო, რომ ეს პოლონელებმა აიძულეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,229 ნახვა