დღეიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ამოქმედდა, რომელიც აგრესიული ესემეს მარკეტინგული კამპანიის შეზღუდვას ითვალისწინებს. კერძოდ, სარეკლამო შეტყობინებებს მოქალაქეები, თანხმობის გარეშე აღარ მიიღებენ.
სარეკლამო შეტყობინებებისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა დასაშვები ხდება მხოლოდ იმ პირის თანხმობით, ვისაც ინფორმაცია ეგზავნება.
პირველი ივნისიდან უკვე ძალაში შევა კანონის სხვა ნაწილიც. ნებისმიერი საჯარო დაწესებულება და ასევე კერძო კომპანიათა ნაწილი ვალდებული იქნება, ჰყავდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. დარღვევებისთვის გათვალისწინებულია სანქციებიც.
Facebook Comments Box