ანა ფოტიგას მცდელობა ცალსახად განიხილება როგორც მორიგი ნაბიჯი ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის წინააღმდეგ, რომლის მიზანია მიხეილ სააკაშვილის რაღაც ფორმით გამოშვებით ხელი შეუწყოს იმ დესტრუქციულ პროცესს, რომელიც საქართველოში მშვიდობის და სტაბილურობის წინააღმდეგაა მიმართული, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ განაცხადა.
„ამიტომ, ეს დამატება, რომელიც რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით შევიდა, არის მიუღებელი, აბსოლუტურად სუბიექტური და შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების“, – აღნიშნა მიქანაძემ.
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ ევროპარლამენტის რეზოლუციიდან მოუწოდებს.
Facebook Comments Box