GD Banner
პოლიტიკა

გია აბაშიძე: ფორმალურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გლობალური ომის პარტიიდან დაავალეს ხშირად იმეოროს “რუსული” და უთავმოყვარეო პოლიტიკანიც ასრულებს დავალებას

ფორმალურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გლობალური ომის პარტიიდან დაავალეს ხშირად იმეოროს “რუსული”, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც პრეზიდენტი მართლმადიდებლურ ეკლესიასა და პრორუსულ ჯგუფებზე საუბრობს. კერძოდ, ზურაბიშვილმა, BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა პრორუსული ჯგუფების და ანტიდასავლური პროპაგანდის მხარდასაჭერ დაფინანსებაზე და აღნიშნა, რომ “დარწმუნებულია, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის”.

აბაშიძის თქმით, ფორმალური პრეზიდენტი დავალებას ასრულებს. “ფორმალურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გლობალური ომის პარტიიდან დაავალეს ხშირად იმეოროს “რუსული” და უთავმოყვარეო პოლიტიკანიც ასრულებს დავალებას.

“რუსული ჩარევა”, “რუსული კანონი”, “რუსული საახალწლო სოფელი” და ა.შ. შემთხვევით, არ ჩაიხვიოს ამ თუთიყუშობაში თუ არ არის უკვე ამ სავალალო მდგომარეობაში.” – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,229 ნახვა