GD Banner
პოლიტიკა

„ხაზარაძეს და გახარიას სააკაშვილის გამოსვლის ეშინიათ“ – თაკო ჩარკვიანი

ხაზარაძეს და გახარიას სააკაშვილის გამოსვლის ეშინიათ , – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა გადაცემაში „360 გრადუსი“ ოპოზიციის ნაწილის მიერ პარლამენტში წარდგენილ ამნისტიის აქტზე საუბრისას განაცხადა. 

„წინასწარ რატომ გაგიჟდებიან ხოლმე და მაინცდამაინც ორად ორი პარტია, რატომ? – საქართველოში ყველაზე გაპატიოსნებული კორუფციონერი მამუკა (ხაზარაძე) შენ ხარ. არ გრცხვენია, კაცო, სულ არ გრცხვენია? ასეთი უტიფრობა რა უბედურებაა, ან რატომ გაგიჟდა მაინც და მაინც ეს “ქართულ-ჯიგრულ პონტში” გაპატიოსნებული გახარია? თვალების დამთხრელ პოლიციელებზე პასუხი არ აგო გახარიამ და დააწინაურეს, ის არ არის კრიმინალი და იმაზე უფრო დიდი კრიმინალი ზის ? ჩვენ პედოფილებზე კი არ ვლაპარაკობთ, იცით, რა ხალხი ზის იქ ციხეში?“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,218 ნახვა