GD Banner
პოლიტიკა

“სააკაშვილი არ არის ნავალნი” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ის ღონისძიებაზე სააკაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა:

„არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება არ არის იმაზე დამოკიდებული სად იქნება სააკაშვილი. ის არ არის ნავალნი. ის ყოფილი პრეზიდენტია, რომლის პრეზიდენტობის დროს ბევრი რამ მოხდა, არ ვიცი ეს როგორ ითქმის. ავტორიტარული რეჟიმი, სადაც პატიმრების მიმართ ძალადობდნენ. თუმცა რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს რომ მის მიმართ არასამართლიან მოპყრობას უნდა ჰქონდეს ადგილი. ჩვენ ვაწარმოებთ მონიტორინგს. რეპუტაციულად, რა თქმა უნდა, ჯობდა სხვაგან ყოფილიყო და არა ციხეში. უკრაინას ჰქონდა ინიციატივა ექსტრადაციის შესახებ და მზად იყო. მე არასდროს ვსაუბრობ ქვეყნის გარეთ შეწყალებაზე. შეწყალებაზე ბევრი საუბრობს და ელოდება. და როცა იწყებ ახსნას, ეს არასამართლიანია სხვების მიმართ. ეს ჩემი უფლებაა და ჩემი პასუხისმგებლობა და მასზე არც ქვეყნის გარე და შიდა ზეწოლა  გავლენას ვერ ახდენს“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,218 ნახვა