თელავის აეროპორტი მიიღებს შიდა ფრენებს ბათუმიდან, ქუთაისიდან, ამბროლაურიდან და მესტიიდან, რაც ხელს შეუწყობს შიდა და საერთაშორისო მოგზაურების მობილობის გაზრდას რეგიონებს შორის და მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს კახეთის რეგიონს და კახელებს, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებულ კონკურსში იმ კომპანიამ გაიმარჯვა, რომელსაც “ბიოლის” კურორტი, “მეამას” ოფისი” და ბათუმის “მაკდონალდსის” პროექტები აქვს განხორციელებული.
“თელავის მომავალი აეროპორტი. ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებულ კონკურსში 13 კომპანია მონაწილეობდა, ჟიურიმ მათ შორის საუკეთესო კონცეპტ-დიზაინის პროექტად არქიტექტორ გიორგი ხმალაძის (შპს ,,ხმალაძე არქიტექტორები”. “ბიოლის” კურორტი კოჯორში, ყავის ქართული კომპანია „მეამას“ ოფისი, ბათუმის “მაკდონალდსი” და ბევრი სხვა განხორციელებული პროექტი) ნამუშევარი დაასახელა. აეროპორტების გაერთიანებამ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა. პროექტის მიხედვით: აშენდება ახალი ტერმინალი – 200,000 მგზავრზე მეტი გამტარუნარიანობით სრულად განახლდება და დაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 1,7 კმ-მდე მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები აშენდება ახალი სანავიგაციო კოშკურა თელავის აეროპორტი მიიღებს შიდა ფრენებს ბათუმიდან, ქუთაისიდან, ამბროლაურიდან და მესტიიდან, რაც ხელს შეუწყობს შიდა და საერთაშორისო მოგზაურების მობილობის გაზრდას რეგიონებს შორის და მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს კახეთის რეგიონს და კახელებს.” – წერს აბაშიძე.