GD Banner
პოლიტიკა

სარჯველაძე ოპოზიციაზე: მათ მოუწევთ გაერთიანება იმიტომ, რომ ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა შეექმნათ

ყველა ხვდება, რომ ნანგრევებად კი დაიშალა „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ ახალი პარტიები, რომლებიც  ნანგრევების შედეგად წარმოიშვნენ, შინაარსობრივად, რა თქმა უნდა, ერთი და იგივეა – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, ნანგრევების შედეგად წარმოქმნილ პარტიებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ. 

„ჰომოგენურები არიან, რა თქმა უნდა,  ეს პარტიები, რომლებიც ახლა ნანგრევების შედეგად წარმოიშვნენ, მაგრამ თითოეულ მათგანს ბარიერის გადალახვის ძალიან მსუყე პრობლემა აქვს. ამას კარგად აცნობიერებენ და, ამავდროულად, ხვდებიან, მიუხედავად ამ დანაწევრებული სახით დღეს არსებული მდგომარეობისა, მათ მოუწევთ გაერთიანება, მოუწევთ იმიტომ, რომ ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა შეექმნათ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,904,171 ნახვა