GD Banner
Uncategorized

რობინ დანიგანი: აშშ-ს აქვს მზაობა მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და უნარს, რომ საქართველომ თავი დაიცვას და შეაკავოს შესაძლო აგრესია

აშშ-ს აქვს მზაობა მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და უნარს, რომ საქართველომ თავი დაიცვას და შეაკავოს შესაძლო აგრესია, – ამის შესახებ, აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო-აშშ-ს შორის სამხედრო ურთიერთობები ერთობლივად ქმნის იმას, რომ საქართველო თავსებადია „ნატოსთან“.

„შეერთებულ შტატებს აქვს მზაობა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და უნარს, რომ საქართველომ თავი დაიცვას და შეაკავოს შესაძლო აგრესია. ჩვენი სამხედრო ურთიერთობები ეს არის ნამდვილად ბურჯი და საყრდენი ჩვენი ურთიერთობებისა. ჩვენი სამხედროები ერთად იწვრთნებიან, იბრძვიან და გვაქვს ძალიან კარგი, მყარი ურთიერთობა. ერთობლივად ჩვენ ვქმნით იმას, რომ საქართველო არის თავსებადი „ნატოსთან“. როდესაც ბოლო ვიზიტით ჩამოსული იყვნენ გენერლები, მათ თქვეს, რომ ასეთი პარტნიორობა მხოლოდ გაამყარებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. ჩვენ მადლობას ვუხდით საქართველოს და აშშ-ს თავდაცვას პროფესიონალების გაძლიერებისთვის“, – აღნიშნა დანიგანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,135 ნახვა