GD Banner
ეკონომიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ბალდის კანიონის პროექტის მოწინააღმდეგეებზე: ჰესი არ ააშენოთო, ხე არ გადარგოთო – ვინ არიან ეს ადამიანები, საიდან ფინანსდებიან?

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ ბალდის კანიონის ტერიტორიაზე, ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასების მიზნით მისული ექსპერტთა ჯგუფი, პროტესტის მონაწილეებმა ადგილზე არ შეუშვეს.

ნიკოლეიშვილი სვამს კითხვას, რატომ ეწინააღმდეგებიან ეს ადამიანები საინვესტიციო პროექტებს და კურორტების განვითარებას. ექსპერტი ასევე ინტერესდება, ვინ დგას აქტივისტების უკან და საიდან ფინანსდებიან ისინი.

“დაცული ტერიტორიების სააგენტომ გავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ირკვევა რომ „ბალდის კანიონის ტერიტორიაზე, ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასების მიზნით მისული ექსპერტთა ჯგუფი, პროტესტის აქტივისტებმა ადგილზე არ შეუშვა.“ აქეთ ჰესი არ ააშენოთო იქით ხე არ გადარგოთო, ბიომრავალფეროვნებაც ჩვენ შეგვითანხმეთო. რატომ ეწინააღმდეგებიან ინვესტიციების განხორციელებას, კურორტების მოწყობას? რატომ უშლიან ხელს ადგილობრივების დასაქმებას? ვინ არიან ეს ადამიანები, ვინ დგას მათ ზურგს უკან, საიდან ფინანსდებიან? რას ნიშნავს არ შეუშვაო იკითხავს მავანი, რას ნიშნავს და თავგასულობას რომელსაც ამკვიდრებენ კრებსითი ვარლამ გოლეთიანები. საინტერესოა როდემდე უნდა გაგრძელდეს მათი პარპაში?” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,343 ნახვა