GD Banner
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი – საინტერესო იქნება საელჩოების პასუხი კითხვაზე, რატომ აფინანსებენ ლგბტ პროპაგანდას, როცა მათთვისაც ცნობილია, რომ ეს პროპაგანდა საქართველოს საზოგადოების მინიმუმ 90 პროცენტისთვის მიუღებელია

„საინტერესო იქნება იმ საელჩოების და ორგანიზაციების პოზიცია და პასუხი კითხვაზე, რატომ აფინანსებენ ლგბტ პროპაგანდას, როცა მათთვისაც ცნობილია რომ ეს პროპაგანდა საქართველოს საზოგადოების მინიმუმ 90 პროცენტისთვის მიუღებელია“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ახალი წიგნის პრეზენტაციის ანონსს ეხმიანება, სახელწოდებით-„ცის ფერი“ – ანუ ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში.

მაჭარაშვილის თქმით, წიგნის გარეკანიდან და სათაურის შინაარსიდან ადვილად მივხვდებით რა მიზანი ამოძრავებს ამ წიგნის ავტორებს და რაც მთავარია ამ წიგნის დამფინანსებლებს (ჰოლანდიის საელჩო, შვეიცარიის საელჩო, გაერო-ს განვითარების პროგრამა UNDP).

როგორც გურამ მაჭარაშვილი აღნიშნავს, საქმე დეზინფორმაციასთან გვაქვს და საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ლგბტ პროპაგანდა ბუნებრივი მოვლენაა.

„საქმე ისევ დეზინფორმაციასთან გვაქვს, რადგან პრეზენტაციის მესვეურები სიხარულით გვამცნობენ, რომ თურმე ქართულ ხელოვნებაში მრავლადაა ლგბტ პროპაგანდის მაგალითები, რაც რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ დეზინფორმაციის მიზანიც ხომ ის არის, რომ ტყუილი სიმართლედ მონათლონ. ამ შემთხვევაში საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ლგბტ პროპაგანდა ბუნებრივი მოვლენაა და რომ საქართველო არ უნდა ჩამორჩეს ამ ვითომ ევროპულ და ვითომ ცივილიზებულ მიღწევას“, -აღნიშნა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, სწორად ინფორმირებული მოქალაქე დეზინფორმაციის მსხვერპლი არასოდეს გახდება და ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ამ მასშტაბურ დეზინფორმაციას შეეწინააღმდეგოს არის საზოგადოება.

„ამ ყველაფრის წამახალისებელი და მაგალითის მიმცემი სამწუხაროდ ამერიკის სახ. მდივნის ბრძანებაა, რომლის მიხედვით ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიეცათ მითითება (რაც პრაქტიკულად ბრძანების ტოლფასია), რომ არ გამოიყენონ ისეთი სიტყვები როგორიცაა : დედა, მამა, ქალი კაცი, ასევე დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურის განცხადება, რომ თურმე ტრანსგენდერის რძე დედის რძესავით შეერგება ბავშვს და ამ რძეზე გაზრდილ ბავშვს გეიპარადებში მიაღებინებენ მონაწილეობას. თუ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას დავუჯერებთ (რომლებმაც ლგბტ წარმომადგენელთა პროპაგანდის გავრცელებას და მათი უფლებების დაცვის მემორანდუმს სიხარულით და ამაყად მოაწერეს ხელი 2021 წ.) ასეთი თაობის გაზრდა და ასეთი მომავალი სურთ საქართველოში. უნდა აღინიშნოს, რომ არცერთ ოპოზიციურ ან ენჯეო სექტორის წარმომადგენელს არ გაუკეთებია კომენტარი აშშ სახელმწიფო მდივნის ბრძანებაზე და ლგბტ პრაიდში ბავშვების მონაწილეობაზე, რაც მათ კოლონიალურ და მონურ ფსიქოლოგიაზე მეტყველებს (ამერიკაში თქვეს ე.ი. ასეა საჭირო). ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას. სწორად ინფორმირებული მოქალაქე დეზინფორმაციის მსხვერპლი არასოდეს გახდება. ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ამ მასშტაბურ დეზინფორმაციას შეეწინააღმდეგოს არის საზოგადოება, შესაბამისად საზოგადოების ანუ ხალხის ძალა ყოველთვის უზრუნველყოფს ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის დაცვას“-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,218 ნახვა