GD Banner
სამართალი

ირაკლი ქადაგიშვილი “ვეტინგის” სისტემაზე: ეს ძველი ისტორიაა, თუ როგორ გააკონტროლონ და პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოაქციონ სასამართლო – ადრე ამას სააკაშვილი ადეიშვილის ხელმძღვანელობით ერთპიროვნულად აკეთებდა

ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ მუდმივ სპეკულაციას. მათი მიზანია, სასამართლო ხელისუფლება რამენაირად ისევ პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოაქციონ და პოლიტიკური გადაწყვეტილების მძევალი გახდეს, ვინ დარჩება და ვინ არ იქნება მოსამართლე, ეს მექანიზმი შემოგვთავაზონ.

ადრე ამას მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულად ადეიშვილის ხელმძღვანელობით ერთპიროვნულად აკეთებდა, – ასე შეაფასა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა, ოპოზიციის ინიციატივა მოსამართლეებისთვის ე.წ. „ვეტინგის“ სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლების უცვლელი მიზანია სასამართლო ხელისუფლება გაკონტროლდეს და მოიფიქრეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებსაც საზოგადოების ნდობის საკმარისი ხარისხი არ გააჩნიათ, გააკონტროლებინონ, თუ რამდენად “დამჯერები” იქნებიან მოსამართლეები.

“ვინ უნდა იყოს მოსამართლის შემფასებელი? მოსამართლე სახელმწიფოში ყველაზე მაღალი შემფასებელია და კანონით მინიჭებული აქვს უფლება, ადამიანი ან მსჯავრდადებულად ცნოს ან გაამართლოს. ანუ, მისი შემფასებელი უნდა გახდეს ვინმე, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია და ამის არანაირი საკანონმდებლო უფლება არ გააჩნია. თვითონ ის ადამიანი ვის წარმოადგენს, რა კვალიფიკაცია აქვს და რა კეთილსინდისიერების მატარებელია, ამას ვინ ადგენს? ჩვენ სასამართლო სისტემის თვითავტონომიური მმართველობის ძალიან მაღალი სტანდარტი გვაქვს შემუშავებული, ასეთი კარგი სტანდარტი არავის გააჩნია. რახან კანონზე ვერაფერს ამბობენ, იმიტომ, რომ მარტივად ვეუბნებით, დედამიწაზე თუ სადმე უკეთესი კანონია დაწერილი, მოგვიტანეთ – ვერ მოაქვთ, მაგრამ მიზანი უცვლელია, რომ სასამართლო მაინც უნდა გაკონტროლდეს. ამიტომ ახლა ეს მოიფიქრეს: არასამთავრობოები თავიანთი “მაღალი საზოგადოებრივი ნდობით“ დასხდებიან და მოსამართლეების ბულინგს დაიწყებენ – თუ დამჯერი იქნები, მწვანეს აგინთებენ, თუ არ იქნები დამჯერი, წითელი აგენთება. ეს არის მარტივად მათი „ვეტინგი“. ახლა უცხოური სიტყვა მოიფიქრეს და უნდათ, მოსახლეობას რაღაც ახალი ისტორია მიყიდონ. ეს ძველი ისტორიაა, თუ როგორ გააკონტროლონ და პოლიტიკური წნეხის ქვეშ როგორ მოაქციონ სასამართლო.” – განაცხადა ქადაგიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,167 ნახვა