GD Banner
უცხოური მედია

ვაშინგტონში, ისრაელის საელჩოსთან აშშ-ის საჰაერო ძალების პილოტმა თავი დაიწვა

აშშ-ში, ისრაელის საელჩოს წინ, აშშ-ის საჰაერო ძალების პილოტმა აარონ ბუშნელმა თავი დაიწვა. მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

პილოტმა თვითდაწვის აქცია სოციალური ქსელის პირდაპირი ეთერის მეშვეობით გაავრცელა. ის პალესტინის თავისუფლებისა და გენოციდის შესახებ საუბრობდა. 

გასული წლის დეკემბერში მსგავსი ინციდენტი მოხდა ატლანტაში, ჯორჯიის შტატში. პალესტინის დროშაში გახვეულმა ქალმა ისრაელის საელჩოსთან დაიწვა თავი. შედეგად დაშავდა დაცვის წევრი, რომლიც ქალის გადარჩენას ცდილობდა. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,905 ნახვა