წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიწის ნაკვეთის აუქციონზე გამოტანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 20 000 ლარი გამოართვეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-დან 11-წლამდე პატიმრობა ელით.
წალენჯიხაში მომხდარ ფაქტს პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. მათი განმარტებით, მსგავსი ქმედება მიუღებელია, ხოლო სამართალდამრღვევი პირების პასუხისგებაში მიცემა სხვებისთვისაც იქნება ნათელი მაგალითი, რათა მსგავსი ქმედება საჯარო მოხელეებმა ან სხვა პირებმა არ ჩაიდინონ.
Facebook Comments Box