GD Banner
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ტყუილია, რომ ანტიკორუფციული ბიურო და მისი ხელმძღვანელი ექვემდებარება პრემიერ-მინისტრს

ტყუილია, რომ ანტიკორუფციული ბიურო და მისი ხელმძღვანელი ექვემდებარება პრემიერ-მინისტრს. ამას ალბათ ამბობთ იმიტომ, რომ მისი შერჩევის დროს, კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ თანამდებობაზე ამტკიცებს პრემიერ-მინისტრი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ კანდიდატურებს არჩევს კომისია. კომისიაში შედის, მათ შორის, სახალხო დამცველის წარმომადგენელი და სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი. ბატონი რაჟდენ კუპრაშვილის არჩევის დროს, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა მის კანდიდატურას. ასე რომ, აქ არანაირი კითხვის ნიშნები არ არის და კიდევ ერთხელ, დამოუკიდებლობა განისაზღვრება არა იმით, როგორ ხდება შერჩევა, არამედ იმით თუ რა გარანტიები არსებობს ამ თანამდებობაზე. სწორედ ეს გარანტიები დაზუსტდა და განმტკიცდა ამ კანონპროექტის მეშვეობით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,904,171 ნახვა