მოგეხსენებათ, გასული კვირის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს საქართველოს ეროვნული ბანკისა და ლიბერთი ბანკის ხელმძღვანელებთან პენსიონერებისთვის საპენსიო განაკვეთის შემცირების თაობაზე. მადლობა მინდა გადავუხადო ლიბერთი ბანკს, რომელმაც გამოავლინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„გვესმის, რომ ბანკს აქვს პირველ რიგში კომერციული ინტერესი, თუმცა ამასთან ერთად მან გამოავლინა ძალიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არსებულ საპროცენტო განაკვეთს შეამცირებს რამდენიმე პროცენტით. მინდა ვთხოვო მთავრობის შესაბამის წევრებს, განაგრძონ მოლაპარაკებები, რათა საბოლოოდ დაზუსტდეს განახლებული პირობები ჩვენი პენსიონერებისთვის და საზოგადოებას მიეწოდოს დაზუსტებული ინფორმაცია ახალი საპროცენტო განაკვეთის შესახებ“, – აღნიშნა პრემიერმა.