GD Banner
ხელოვნება და კულტურა

მამუკა ხაზარაძის შვილის, ანა ხაზარაძის საპროდიუსერო კომპანიის ფილმმა „გზაჯვარედინზე“, ბერლინის კინოფესტივალზე ლგბტ ფილმებისთვის განკუთვნილი ჯილდო The Teddy Award მიიღო

მამუკა ხაზარაძის შვილის, ანა ხაზარაძის საპროდიუსერო კომპანიის „1991 Productions“ფილმმა, სახელწოდებით „გზაჯვარედინზე“, ბერლინის კინოფესტივალზე ლგბტ ფილმების ჯილდო – The Teddy Award მიიღო.

ფილმი „გზაჯვარედინზე“, რომლის რეჟისორიც ლევან აკინია, ბერლინალეზე საუკეთესო სამსახიობო ანსამბლისათვის დაჯილდოვდა. The Teddy Award არის საერთაშორისო კინოპრემია ლგბტ თემასთან დაკავშირებული ფილმებისთვის, რომელიც დამოუკიდებელი ჟიურის მიერ არის წარმოდგენილი როგორც ბერლინის საერთაშორისო ფესტივალის (ბერლინალეს) ოფიციალური ჯილდო.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,108 ნახვა