დღეს, 26 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი გაიმართება.
სხდომა 12:00 საათზეა დანიშნული.
უცნობია ჩაერთვება თუ არა მიხეილ სააკაშვილი პროცესზე დისტანციურად.
როგორც მისი ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ამბობს, დღევანდელ სასამართლოზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
შეგახსენებთ, სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
Facebook Comments Box