პოლიციამ თელ-ავივში ანტისამთავრობო დემონსტრანტების წინააღმდეგ შაბათს ღამით წყლის ჭავლი გამოიყენა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეები ღაზაში მყოფი მძევლების დაბრუნებას მოითხოვდნენ.
სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, დაკავებულია 21 დემონსტრანტი.
მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დემოკრატიის მოედნის მომდებარე ტერიტორიაზე მოხდა. პოლიციის პრესსპიკერის ინფორმაციით, სამართალდამცავებს დავალებული ჰქონდათ ხელი შეეშალათ დემონსტრანტებისთვის აიალონის გზატკეცილის გადაკეტვაში.
Facebook Comments Box