GD Banner
პოლიტიკა

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში კონფლიქტს  24 საათში დაასრულებს

აშშ-ს ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომს 24 საათში დაასრულებს. 

„ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს *****, და ჩვენ ამას დავასრულებთ“,-განაცხადა ტრამპმა სამხრეთ კაროლინაში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე. 

„მე ძალიან კარგად ვიცნობ ზელენსკის და ძალიან კარგად ვიცნობ პუტინს, უკეთესადაც კი. მე მქონდა ორივესთან ძალიან კარგი ურთიერთობა“,-განაცხადა პოლიტიკოსმა და პირობა დადო, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მოგების შემთხვევაში, პუტინს და ზელენსკის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვამს.

ექსპერტების ვარაუდით, ტრამპის ხელთ არსებული მთავარი ბერკეტი არის ფინანსები. „კონფლიქტის დასრულებაში“ ის გულისხმობს კიევისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას. ამის შემდეგ კი, ზელენსკი იძულებული გახდება მოლაპარაკებებზე წავიდეს. 

„ტრამპს შეუძლია, უბრალოდ, აღარ მისცეს კიევს ომის გაგრძელების შესაძლებლობა. არ დაეხმაროს იარაღით და ფინანსებით. “,-აცხადებს რონალდ რეიგანის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი, პოლიტიკური მიმომხილველი კრეიგ რობერტსი. 

აშშ ამ დრომდე უკრაინის მთავარ დონორად რჩება. თუმცა, დახმარება 30 დეკემბრის შემდეგ აღარ გაუგზავნია. ახალი 60 -მილიარდიანი პაკეტი კი, კონგრესში გაიჭედა- რესპუბლიკელების ძალისხმევით. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებენ თუ არა მას საერთოდ. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,218 ნახვა