უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის ოფისში მძიმე ატმოსფეროა, იგრძნობა იმედგაცრუება- ამის შესახებ Politico წერს.
გამოცემა უკრაინის პრეზიდენტთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მსგავსი განწყობა გამოწვეულია აშშ-ს კონგრესში, კიევის სამხედრო დახმარების პაკეტის შეთანხმებასთან დაკავშირებული პრობლემებით. ამასთან, ზელენსკის ოფისს იმედი აქვს, რომ დახმარებას უახლოეს დროში მიიღებენ. ზელენსკის ოფისი აშშ-დან სასიკეთო სიახლეების მოლოდინშია და მობილიზაციისა და სამხედრო დაგეგმარების გაუმჯობესებისთვის მუშაობს.
„თითქმის ყველა დარწმუნებულია, რომ დახმარება მალე გაიგზავნება. თუმცა, აშშ-ს კონგრესში ასევე გამეფდა „მძიმე ატმოსფერა“, რაც უკრაინული მხარის დახმარების მხარდაჭერას ეხება. სენატორი-დემოკრატი კრის მერფი აღნიშნავს, რომ „გეგბა „ბ“ არ არსებობს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის დახმარების პაკეტზე შეთანხმების მიღწევა არ მოხერხდება.
„თუ კონგრესი დახმარებას მხარს არ დაუჭერს, უკრაინა კონფლიქტში დამარცხდება“,-განაცხადა მერფიმ.