GD Banner
პოლიტიკა

თელ-ავივში მთავრობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა – დაკავებულია 21 ადამიანი

პოლიციამ თელ-ავივში ანტისამთავრობო დემონსტრანტების წინააღმდეგ შაბათს ღამით წყლის ჭავლი გამოიყენა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეები ღაზაში მყოფი მძევლების დაბრუნებას მოითხოვდნენ.

სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, დაკავებულია 21 დემონსტრანტი.

მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დემოკრატიის მოედნის მომდებარე ტერიტორიაზე მოხდა. პოლიციის პრესსპიკერის ინფორმაციით, სამართალდამცავებს დავალებული ჰქონდათ ხელი შეეშალათ დემონსტრანტებისთვის აიალონის გზატკეცილის გადაკეტვაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,201 ნახვა