ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ. განსახილველი საკითხი საპენსიო სესხები, კერძოდ, ვადები და საპროცენტო განაკვეთებია.
ცნობისთვის, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი 2023 წლამდე აიღეს, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავასა და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორს ბექა გოგიჩაიშვილს შეხვდა.
Facebook Comments Box