GD Banner
მოგზაურობა

დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „ჯაზირა-ეარვეისი“ ბათუმიდანაც იწყებს ოპერირებას

საქართველოში კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას. ქუვეითური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, „ჯაზირა-ეარვეისი“ რეისებს 14 ივნისიდან შეასრულებს. ფრენები ელ-ქუვეითსა და ბათუმს შორის განხორციელდება. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ალექსანდრე გაჩეჩილაძის თქმით, ფრენები 14 ივნისიდან კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება.

„აღსანიშნავია, რომ ბათუმის მიმართულება ავიაკომპანისთვის წარმოადგენს ახალ მიმართულებას და დღესდღეობით იგი მხოლოდ ქუვეითი-თბილისის მიმართულებით ახორციელებს რეგულარულ ფრენებს. „ჯაზირა-ეარვეისის“ ახალი მიმართულება გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მიმდინარე წელი საკმაოდ აქტიური იქნება როგორც ახალი ავიაკომპანიების, ისე ახალი მიმართულებების კუთხით “, – აღნიშნა ალექსანდრე გაჩეჩილაძემ.  

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის თქმით, „ჯაზირა-ეარვეისი“ საქართველოს ბაზარზე 2018 წელს შემოვიდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებების შედეგად.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,143 ნახვა