ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებს დააწესებს 500-ზე მეტ სამიზნეზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, ამის შესახებ ამერიკის ფინანსთა მდივნის მოადგილემ, ვალი ადეიემომ „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, სანქციები, რომლებსაც ამერიკა რამდენიმე პარტნიორ ქვეყანასთან ერთად დააწესებს, შეეხება რუსეთის სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსსა და იმ ქვეყნების კომპანიებს, რომლებიც რუსეთს სასურველ პროდუქციას აწვდიან. ამგვარად, ვაშინგტონი ცდილობს, რუსეთი პასუხისგებაში მისცეს ომისა და ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო.
Facebook Comments Box