GD Banner
პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი თეიმურაზ ჯანაშიას განცხადებაზე: “სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება რევოლუციურ წინაპროცესში მონაწილეობა მიიღოს” – ჩვენ რომ ვამბობთ, ამას გეგმავენ-თქო, რას კადრულობთო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

იონათამიშვილის განცხადებით, როდესაც მმართველი გუნდი საუბრობს ოპოზიციის მიერ რევოლუციური სცენარების დაგეგმვაზე, ოპოზიციის წარმომადგენლები ამას უარყოფენ.

“სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება რევოლუციურ წინაპროცესში მონაწილეობა მიიღოს” – ჩვენ რომ ვამბობთ, ამას გეგმავენ-თქო, რას კადრულობთო,” – წერს რატი იონათამიშვილი.

თეიმურაზ ჯანაშიამ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს წინარევოლუციურ პროცესში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,201 ნახვა