GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან

შალვა პაპუაშვილი: ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს პირველი კონსტიტუციის დღეს, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანეს თარიღს

დღეს ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს პირველი კონსტიტუციის დღეს. სწორედ ამ დღეს 1921 წელს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, იმ დროს მიღებული კონსტიტუცია ნათლად ასახავს იმდროინდელი საქართველოს მმართველი ელიტის და ქართული საზოგადოების პროგრესულობას, მის ევროპულობასა და დემოკრატიულობას.

,,დღეს ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს პირველი კონსტიტუციის დღეს. სწორედ ამ დღეს 1921 წელს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ საუკუნის წინ მიღებული ამ პოლიტიკური დოკუმენტით, რომელიც ნათლად ასახავს იმდროინდელი საქართველოს მმართველი ელიტის და ქართული საზოგადოების პროგრესულობას, მის ევროპულობასა და დემოკრატიულობას. საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია სრულად იზიარებს თავისი წინამორბედის სულისკვეთებას და 2017 წლის ცვლილებებით სახელმწიფოს მოწყობის, ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე, ჭეშმარიტად ევროპული დოკუმენტად იქცა. სწორედ ასეთი კონსტიტუცია განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ პირობებს, დაცულ და კანონიერ გარემოს. ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დღევანდელ დღეს, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანეს თარიღს,” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,232 ნახვა