GD Banner
Uncategorized

სააკაშვილი – თბილისში ბინა არ მაქვს, ყვარელში ძლივს მოვასწარით რაღაცის აშენება

“მე, დღეს სპე­ცი­ა­ლუ­რად, პი­ჯა­კე­ბის საქ­მე­ზე ჩა­ვიც­ვი პი­ჯა­კი, ესაა ნივთმტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მე არ უნდა მქონ­დეს – თა­ვის­თა­ვად ის, რომ ეს პი­ჯა­კე­ბი მაქვს მე, მი­უ­თი­თებს იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად სა­სა­ცი­ლოა და იუ­რი­დი­უ­ლად გა­უ­მარ­თა­ვია ეს თეთ­რი ძა­ფე­ბით შე­კე­რი­ლი საქ­მე”, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყოფილმა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ონ­ლა­ინ ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

“როცა საქ­მეს­თან მი­მარ­თე­ბით ვსა­უბ­რობთ, მინ­და ერთი რამ გი­თხრათ ბა­ტო­ნო მო­სა­მარ­თლე – თქვენც დამ­თავ­რე­ბუ­ლი გაქვთ, ალ­ბათ, დიდი პრაქ­ტი­კა გაქვთ იუ­რი­დი­უ­ლი, მეც დამ­თავ­რე­ბუ­ლი მაქვს კელ­ნის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, შემ­დეგ კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ნიუ-იორკში, სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა უნი­ვერ­სი­ტე­ტის დიპ­ლო­მი მაქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი. ასე რომ, საკ­მა­რი­სი იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მაქვს მეც მი­ღე­ბუ­ლი და ერთი რამ კარ­გად ვიცი, რომ ბრალ­დე­ბულს არ შე­იძ­ლე­ბა ნივთმტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ჰქონ­დეს თან. ის უნდა ინა­ხე­ბო­დეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში და მე დღეს სპე­ცი­ა­ლუ­რად პი­ჯა­კე­ბის საქ­მე­ზე ჩა­ვიც­ვი პი­ჯა­კი, ის ნივთმტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, ერთ-ერთი პი­ჯა­კი, რო­მე­ლიც არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში მე არ უნდა მქონ­დეს. თა­ვის­თა­ვად ის, რომ ეს პი­ჯა­კე­ბი მაქვს მე, ნუთუ ეს არ მი­უ­თი­თებს იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად სა­სა­ცი­ლოა და იუ­რი­დი­უ­ლად გა­უ­მარ­თა­ვია ეს თეთ­რი ძა­ფე­ბით შე­კე­რი­ლი საქ­მე. ესაა საქ­მე, რო­მე­ლიც ეხე­ბა ვი­თომ 9 მი­ლი­ო­ნი ლა­რის გაფ­ლან­გვას, თა­ვი­დან თქვეს, რომ ვი­თომ 19 მი­ლი­არ­დი მო­ვი­პა­რე. მერე ეტყო­ბა გზა­ში დამ­რჩა, სა­დღაც თვითმფრი­ნავ­ში ეტყო­ბა, არ შე­მა­ტა­ნი­ნეს და ბო­ლოს ისე დავ­რჩით, რომ თბი­ლის­ში არ­ცერ­თი ბინა მე არ მაქვს პი­რა­დად, ყვა­რელ­ში ძლივს მო­ვას­წა­რით რა­ღა­ცის აშე­ნე­ბა და ისიც და­ყა­და­ღე­ბუ­ლია. ყვე­ლამ იცის, ჩემი მთავ­რო­ბა იყო ყვე­ლა­ზე არა­კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, არა­მედ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით.

თქვენ გინ­დათ მო­მი­სა­ჯოთ გაფ­ლან­გვა­ზე და კო­რუფ­ცი­ა­ზე?! სინ­დი­სი ხომ კარ­გი სა­ქო­ნე­ლია. თქვენს წი­ნა­შე ზის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იყო მსოფ­ლი­ო­ში ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის სიმ­ბო­ლო და არის. ეს არ არის მხო­ლოდ ჩემი და­ცინ­ვა, ეს არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და­ცინ­ვა და მთე­ლი მსოფ­ლი­ო­სი, რო­მელ­მაც ამ­დე­ნი წიგ­ნი და­წე­რა, აღ­ფრთო­ვან­და ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით,“- გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა. 


 
სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტო­მაა დღეს მთავ­რო­ბის ხარ­ჯე­ბი გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი და მისი ხარ­ჯე­ბი რა­ტომ აღარ არის სა­ი­დუმ­ლო.

“ან რა აზრი აქვს ამის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას? – ვინ­მეს სე­რი­ო­ზუ­ლად აინ­ტე­რე­სებს გი­ორ­გი ვოლ­სკი თუ კო­ბა­ხი­ძე სად მი­დის, სა­პირ­ფა­რე­შო­ში რამ­დენ­ჯერ შევა და ვის ჩა­მო­არ­თმე­ვენ ხელს,“- გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,194 ნახვა