GD Banner
პოლიტიკა

კახა კალაძე: ხაზარაძე არაფრით განსხვავდება იმ რადიკალებისგან, რომლებიც დღეს პოლიტიკურ ველზე წარმოადგენენ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს – სახელები ჰქვიათ სხვადასხვა, თუმცა, რეალობაში ყველანი მიშას შვილები არიან

მამუკა ხაზარაძე არის ჩვეულებრივი “ლუზერი” რადიკალი, არაფრით განსხვავდება იმ რადიკალებისგან, რომლებიც დღეს პოლიტიკურ ველზე წარმოადგენენ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, ანუ სახელები ჰქვიათ სხვადასხვა, თუმცა, რეალობაში ყველანი მიშას შვილები არიან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, წინა ხელისუფლების დროს, ყველა იმ რადიკალ პოლიტიკურ სუბიექტს, ვინც ახლა ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზეა, სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა.

მისივე თქმით, საზოგადოებას კარგად ახსოვს ყველა მათგანის, მათ შორის, მამუკა ხაზარაძის წარსული და მისი ფუნქციები.

“თუ რა ფუნქცია ჰქონდა ვაჟბატონს [მამუკა ხაზარაძეს] და რა სიბინძურით იყო დაკავებული, რას აკეთებდა, ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. არ სჭირდება საზოგადოებას შეხსენება, ვინ არის, რა წარსულის მქონე ადამიანია და ეს მუქარები, წარმოიდგინეთ, მისი გადმოსახედიდან, მაშინ პოლიტიკაში არ უნდა იყოს და გაქცეული უნდა იყოს. ამგვარია ხაზარაძისეული პოლიტიკა და მისი შეხედულებები. სამარცხვინოა, ასეთი ადამიანები საერთოდ, პოლიტიკაში კი არა, პოლიტიკაზე ვერ უნდა საუბრობდნენ.” – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,217 ნახვა