GD Banner
პოლიტიკა

გიორგი კახიანი პრეზიდენტზე: ახალისებს რადიკალიზმს საქართველოში და ხელს უწყობს რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც სრულიად უმოტივაციოდ, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე აკრიტიკებენ საარჩევნო კოდექსს

როდესაც ქალბატონი სალომე ასეთ დესტრუქციულ გადაწყვეტილებას იღებს, ამით ის აკეთებს ერთ რამეს, ახალისებს რადიკალიზმს საქართველოში და ხელს უწყობს რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც სრულიად უმოტივაციოდ და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე აკრიტიკებენ ამ კანონმდებლობას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა საარჩევნო კოდექსზე ვეტოს გამოყენებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ხელ უწყობს ოპოზიციის ნარატივს.

„პრეზიდენტი ხელს უწყობს მხოლოდ მათ [ოპოზიციის] ნარატივს. ეს იყო ისეთი ქმედება პრეზიდენტის მხრიდან, რომელმაც საბოლოო ჯამში რადიკალიზმის გამწვავებას ხელი შეუწყო და რა თქმა უნდა, ოპოზიცია ამით ისარგებლებს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

მმართველი გუნდის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებებს განაგრძობს. საუბარია ვეტოს გამოყენებაზე, რომელიც საარჩევნო კოდექსს ეხება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,218 ნახვა