პარლამენტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, შალვა პაპუაშვილი NDI-ის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს წინასაარჩევნო გარემო, საარჩევნო კანონმდებლობა, „ქართული ოცნების“ შეფასებები და მოლოდინები არჩევნებთან დაკავშირებით, აგრეთვე, პარტიის წინასაარჩევნო გეგმები.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე.
Facebook Comments Box