“ქართული ოცნების” წევრი ბეჟან წაქაძე სალომე ზურბიაშვილს ვეტოს გამო აკრიტიკებს. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამბობს, რომ პრეზიდენტის მიზანს საბოტაჟი წარმოადგენს.
ამასთან, წაქაძე ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილიც, პრაქტიკულად, “ნაციონალური მოძრაობის წევრია.
„არ არის გამორცხული, რომ საბოტაჟს ემსახურებოდეს. ერთია ოპოზიცია აქ, ერთი “ნაციონალური მოძრაობა” გაშლილი ცალ-ცალკე. დაემატა პლიუს სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი არის ნული. ერთს ნული, ისევ “ნაციონალური მოძრაობაა”. კი, ჩვენი არჩეულია, მაგრამ ხანდახან შვილი არ გამოდგება და პრეზიდენტი რომ არ გამოგადგეს, რა გავაკეთოთ, – ამბობს ბეჟან წაქაძე.
Facebook Comments Box