ისრაელი ღაზის სექტორში მყოფი მძევლების გათავისუფლებისთვის ნებისმიერ ფასს ვერ გადაიხდის – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზაში დარჩენილი 134 მძევლის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.
ნეთანიაჰუს თქმით, მძევლების დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა არ შეიძლება მათი ნებისმიერ ფასად გათავისუფლება.
„ისრაელზე დიდი ზეწოლა მიმდინარეობს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე საზღვარგარეთიდან, რომ ომი შევწყვიტოთ ჩვენი ყველა მიზნის მიღწევამდე, მათ შორის, მოგვიწოდებენ, მძევლების გათავისუფლებაში ნებისმიერი ფასი გადავიხადოთ. ჩვენ მზად არ ვართ რაიმე ფასის გადასახდელად, განსაკუთრებით ისეთის, როგორსაც ჩვენგან „ჰამასი“ მოითხოვს, ისეთის, რომელიც ისრაელის სახელმწიფოსთვის მარცხის ტოლფასი იქნება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
Facebook Comments Box