კონკურსის „შემოქმედებითი თბილისი“ პირველ ეტაპზე განაცხადების მიღება დაიწყო, რომელიც 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კონკურსის სამ მიმართულებას ახალი მიმართულება – მედიახელოვნება დაემატება, განაცხადების მიღება კი ამ მიმართულებით 28 თებერვლიდან იგეგმება.
„უკვე რამდენიმე წელია ვატარებთ კონკურსს – „შემოქმედებითი თბილისი“ და ძალიან ბევრ ხელოვანს, ბევრ პროექტს ვუწყობთ ხელს განვითარებაში. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, 200-მდე პროექტი დაფინანსდა ამ კონკურსის ფარგლებში და კვლავ ვაგრძელებთ საინტერესო შემოქმედებითი იდეების რეალიზების ხელშეწყობას. დღეიდან დაიწყება განაცხადების მიღება კონკურსის პირველ ეტაპზე და 14 მარტის ჩათვლით, პროექტები მიიღება სამი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება.
რაც შეეხება მედია ხელოვნების მიმართულებას, როგორც მოგეხსენებათ, 2021 წელს თბილისი გახდა UNESCO-ს „შემოქმედებითი ქალაქების ქსელის“ წევრი მედია ხელოვნების მიმართულებით, რაც ახალ შესაძლებლობას აძლევს ამ სფეროში დასაქმებულ ხელოვანებსა და ორგანიზაციებს. ეს სიახლე შესაბამისად აისახა, როგორც თბილისის ბიუჯეტში, ასევე, კულტურის სფეროს მიმართულებით საქმიანობაში და კონკურსში – „შემოქმედებითი თბილისი“. კერძოდ, გაჩნდა ახალი, პრიორიტეტული მიმართულება – მედია ხელოვნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისი იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრის სტატუსს კიდევ რამდენიმე წელი შეინარჩუნებს, რაც მუნიციპალიტეტს გარკვეულ პასუხისმგებლობას და ვალდებულებებს აკისრებს.
„აქედან გამომდინარე, მედია ხელოვნების მიმართულებით განაცხადების მიღება ოდნავ შეცვლილი მოთხოვნებით, 28 თებერვლიდან იგეგმება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მეწარმე ფიზიკურ პირს. „შემოქმედებით თბილისში“ მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია კვალიფიციური