GD Banner
ეკონომიკა

გიორგი ცუცქირიძე Lisi LAKE Development-ის რეიტინგის შემცირებაზე – არასდროს მჯეროდა, რომ ბ-ნი ხაზარაძე ანაკლიის პროექტის ამწევი იყო, ხოლო ასეთი რეპუტაციული ფაქტორი მის პოლიტიკურ საქმიანობაზე ისედაც ასახულია, 2 %-თან ახლოს მდგომი რეტინგით

ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე ბადრი ჯაფარიძესთან და მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებული კომპანიის Lisi LAKE Development-ის რეიტინგის შემცირებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

როგოგრც ეკონომისტი წერს, ასეთი რეპუტაციული ფაქტორი მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ საქმიანობაზე ისედაც ასახულია, 2 % თან ახლოს მდგომი რეტინგით. მეტიც, ფანტასტიკის სფეროს უფრო მიეკუთვნება იმის დაშვება, რომ “ლელო” საარჩევნო ბარიერს გადალახავს.

“მოსალოდნელიც იყო, რომ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings GmbH-მა (Scope) შეამცირებდა, თან მნიშვნელოვნად სს Lisi Lake Development (LLD)-ის, როგორც ემიტენტის რეიტინგს B+დან B-მდე და გადახედავდა პროგნოზს სტაბილურიდან ნეგატიურამდე. აქვე დავამატებდი, რომ Scope-მა ასევე კიდევ უფრო მეტად შეამცირა წინა არაუზრუნველყოფილი ობლიგაციური ვალის რეიტინგი BB + დან B-მდე. მოგეხსენებათ, რომ მანამდე კომპანიის საქმიანობაში სერიოზული ხარვეზები ასევე ცნობილმა აუდიტორული კომპანია „Ernst & Young“-ის შემოწმების შედეგად გამოვლინდა, კერძოდ, EBIDTA -ს დამახინჯებული ანგარიშგების გამო (გამოთვლილია, როგორც საოპერაციო მოგებას გამოკლებული საოპერაციო ხარჯები, მაშინ, როცა იგი გამოითვლება წმინდა შემოსავლის მაჩვენებელზე პროცენტის, გადასახადების, ამორტიზაციის და ცვეთის ხარჯების დამატებით), რითაც ეს მეტად მნიშვნელოვანი საინვესტიციო პარამეტრი თითქმის განახევრდა და 3,217.000 აშშ დოლარით შემცირდა.

ამასთან, კომპანიას ფინანსური დანახარჯები 645.000 აშშ დოლარით გაეზარდა, რაც დანახარჯების თითქმის 58%-იან ზრდას უდრის და ასევე, 2021 წლის მოგება შემცირდა 2.159.000 აშშ დოლარით. როგორც ამ თემაზე დაწერილ წინა პოსტშიც ავღნიშნე, მთელი ამ ფინანსური მანიპულაციების დედააზრი იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც EBITDA -ს მანიპულირებით თაღლითური ფინანსური ანგარიშგების ამოცანა გამოიყენება შემოსავლების გასაბერად, ხოლო პროცენტები, გადასახადები, ამორტიზაცია და ცვეთა ამოღებულია ან ხელოვნურად შემცირებულია, თითქმის ნებისმიერი კომპანია შეიძლება მომგებიანად და ინვესტორთათვის მეტად მიმზიდველად შეიძლება გამოიყურებოდეს. თუ რა მიზანს ემსახურებოდა მთლი ეს ფინანსური მანიპულაცია Scope-ის ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რამაც რეიტინგის გაუარესება გამოიწვია. ამასთან, Outlook-ის გადასინჯვა პოზიტიურიდან ნეგატიურზე ასახავს გაურკვევლობას არაუზრუნველყოფილი ობლიგაციების რეფინანსირების შესახებ, რადგან ვალის მომსახურება შემდგომი ზეწოლის ქვეშ მოექცა. საქმე ეხება 2022 წლის დეკემბერში გამოშვებული 10 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების რეფინანსირებას, რომლებიც უნდა დაიფაროს 2024 წლის დეკემბერში და დამოკიდებულებას აქტივების გასხვისებაზე მოკლევადიანი სავალო ვალდებულებების შესასრულებლად.

შესაბამისად, მთელი ეს მანიპულაციაც ვალის რეფინანსირების მათთვის სასურველი პირობებით არის გამოწვეული. ბუნებრივია, ინვესტორთათვის საზიანოდ. ზოგადად, რეფინანსირება ნიშნავს ახალი ფინანსური რესურსის მიღებას, რომლითაც უკვე არსებულს გადაფარავ ან მისი მოქმედების ვადას გააგრძელებ. შესაბამისად, რეფინანსირების სესხი უკვე არსებული სესხის ახალი სესხით გადაფარვაა, მით უმეტს იგი გამოიყენება ობლიგაციური სესხის დროს, განსაკუთრებით ობლიგაციის წინა ტრანშის განაღდების ანუ ძირითადი თანხის და პროცენტის დაფარვის ვადის დადგომისას. სხვა შემთხვევაში უარყოფითი საოპერაციო შედეგის ჩვენებისას, რეფინანსირება გაცილებით უარესი პირობებით მოუწევდათ, ინვესტორებისათვის გაცილებით იაფად შეთავაზებით, ხოლო თავად მისი მომსახურება მაღალი პროცენტის გამო, გაცილებით ძვირი დაუჯდებოდათ. ამიტომაც არასდროს მჯეროდა, რომ ბატონი ხაზარაძე ანაკლიის პროექტის ამწევი იყო, ხოლო ასეთი რეპუტაციული ფაქტორი მის პოლიტიკურ საქმიანობაზე ისედაც ასახულია, 2 % თან ახლოს მდგომი რეტინგით. მეტიც, ფანტასტიკის სფეროს უფრო მიეკუთვნება იმის დაშვება, რომ ლელო საარჩევნო ბარიერს გადალახავს, რადგან ამომრჩეველი პირველ რიგში ნდობის კრედიტს გასცემს ხმის მიცემისას!”- წერს გიორგი ცუცქირიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,793 ნახვა