ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ყოველთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ეს იყო არჩევანი, რომ პირველი ვიზიტი ყოფილიყო სიგნალი, თუ რა არის ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტირი – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის ბრიუსელში მიმდინარე პირველ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით.
„მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე არჩევის დროს პირველი ვიზიტი ყოველთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ მნიშვნელოვანია არჩევანი, სად იქნება პირველი ვიზიტი. სწორედ ეს იყო არჩევანი, რომ პირველი ვიზიტი ყოფილიყო სიგნალი, თუ რა არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური ორიენტირი, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, პრემიერ კობახიძეს უმაღლესი დონის შეხვედრები ექნება, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოს წამომადგენლობაში
„ირაკლი კობახიძეს ბრიუსელში ექნება უმაღლესი დონის შეხვედრები როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოს წარმომადგენელობაში. შეხვდება ყველა ხელმძღვანელ პირს. ეს არის ჩვენი გზავნილი იმისთვის, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ მოხდეს ჩვენი ევროინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში. ახლა მთავარი გადაწყვეტილებები არის ჩვენი პარტნიორების მხარეს. იმედი გვაქვს, ისინი ისეთივე გაბედულები იქნებიან, როგორც საქართველო არის უკვე ათწლეულებია“, – დასძინა პაპუაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ირაკლი კობახიძე ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.