GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე – ადამიანები, რომლებიც თვეში 2 ათას დოლარად იყიდებიან რომელიღაც მიმართულებიდან წამოსული ხელფასებით, ანტიეროვნულ განცხადებებს აკეთებენ

ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პრეცედენტი, როგორ არ იყიდება ქვეყანა როდესაც „ნაცმოძრაობა“ ებრძოდა ყველაფერ ქართულს, იდენტობას, ამბიონებზე უვარდებოდნენ მღვდლებს, ეკლესიებში ვარდებოდნენ, ბიძინა ივანიშვილმა მაშინ გადაარჩინა ქართული სულიერება ნაცებისგან – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მილიონობით დოლარი იხარჯება შეკვეთილ სტატიებში იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილს დაარტყან.

„შეკვეთილი სტატიები, ამერიკაში მოქმედი ე. წ. რუსული კანონი რომ დაარქვეს აქ, ამის თანახმად რომ გამოქვეყნდა დოკუმენტები, ეგ ხომ ვნახეთ, რომ საქართველოდან, უცხოეთიდან კონკრეტული შეკვეთები იყო, მილიონობით დოლარი იხარჯება ამაში იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილს დაარტყან.

სამ მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული, ამ ქველმოქმედების ძირითადი 90-95 პროცენტზე მეტი ეკლესია მონასტრების მშენებლობა რეაბილიტაციაზე, კულტურის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, კულტურის და ხელოვნების მოღვაწეების დაფინანსებაზე და ამ მიმართულებით, ყველაფერზე, რაც ასოცირდებოდა ქართულ იდენტობასთან, მის შენარჩუნებასთან. როდესაც ნაცმოძრაობა ებრძოდა ყველაფერ ქართულს, იდენტობას, ამბიონებზე უვარდებოდნენ მღვდლებს, ეკლესიებში ვარდებოდნენ, ბიძინა ივანიშვილმა მაშინ გადაარჩინა ქართული სულიერება ნაცებისგან“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პრეცედენტი, როგორ არ იყიდება ქვეყანა.

„2 მილიარდზე, რომლითაც აშანტაჟებდნენ, ისე თავისუფლად ლაპარაკობენ ვიღაც-ვიღაცეები და ისე არ აქცევენ ყურადღებას, თითქოს არაფერია. ადამიანები, რომლებიც თვეში 2 ათას დოლარად იყიდებიან ხოლმე, რომელიღაც მიმართულებიდან წამოსული ხელფასებით ანტიეროვნულ განცხადებებს აკეთებენ. ყოველდღე იყიდებიან თვეში ორი ათას დოლარად, ასეთი ადამიანები აკრიტიკებენ და არაფრად მიაჩნიათ ის, რომ ორი მილიარდითაც კი ადამიანი ვერ დააშანტაჟეს. ამ ადამიანს საერთოდ არ გაუფიქრია, რომ ამ ორ მილიარდთან დაკავშირებით საქართველოს საწინააღმდეგო კი არა, რაიმე ელემენტარულ დათმობაზე და კომპრომისზე წასულიყო. არის თუ არა ეს ისტორიული მაგალითი, როგორ არ იყიდება ქვეყანა“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,198 ნახვა