GD Banner
უცხოური მედია

რუსეთში ალექსეი ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ სპონტანურ აქციებზე 101 ადამიანი დააკავეს

რუსეთში ციხეში გარდაცვლილი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ სპონტანურ აქციებზე 101 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ უფლებადაცვითი ორგანიზაცია „ოვდ-ინფო“ იტყობინება.

ყველაზე მეტი, 64 ადამიანი დააკავეს სანკტ-პეტერბურგში, სადაც ადამიანები პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალთან შეიკრიბნენ.

ნიჟნი ნოვგოროდში დააკავეს 15 ადამიანი, მოსკოვში კი 11. ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ აქციებს დაკავებები მოჰყვა ასევე ტაგანროგში, ბრიანსკში, კრასნოდარში, ტვერში, ბელგოროდში, როსტოვსა და მურმანსკში.

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. ის 47 წლის იყო. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, 16 თებერვალს, ნავალნი სეირნობის შემდეგ ცუდად გახდა, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. უწყების განმარტებით, მედიკოსებმა მას ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარეს, თუმცა უშედეგოდ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,293 ნახვა