GD Banner
უცხოური მედია

ბრიუსელში, რამდენიმე სამთავრობო დაწესებულებაში კონვერტებში ტოქსიკური ფხვნილი ბრუცინი იპოვეს

ბრიუსელში, რამდენიმე სამთავრობო დაწესებულებაში კონვერტებში ტოქსიკური ფხვნილი ბრუცინი იპოვეს. ამის შესახებ გამოცემა Politico ადგილობრივ პროკურატურაზე დაყრდნობით წერს.

კერძოდ, კონვერტები იპოვეს იუსტიციის მინისტრის ოფისში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში. ყველა პირი, ვისაც კონტაქტი ჰქონდა ტოქსიკურ ფხვნილთან, იზოლირებულია.

ანალიზმა აჩვენა, რომ კონვერტებში იყო ბრუცინი – ტოქსიკური ფხვნილი, რომელიც სახიფათოა მხოლოდ შესუნთქვის შემთხვევაში. პირები, რომლებსაც ბრუცინთან ჰქონდათ კონტაქტი, თავს კარგად გრძნობენ.

კონვერტების გაგზავნის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,918 ნახვა