GD Banner
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ლელოს დაპირებაზე: რუსეთს სანქციები დაუწესო – უდრის ეკონომიკის მინიმუმ 10%-იან ვარდნას ქვეყანაში და ეს როგორ უდრის 1000 ლარამდე პენსიების გაზრდას?!

ათასი ლარი იქით იყოს, ლელოს ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი რომ გადაიდგას, არსებულ პენსიებსაც ვერ გაისტუმრებს მთავრობა „ლელოს“ იმის უნარიც არ აღმოაჩნდა, რომ რამდენიმე დღე მაინც გასტანოს იმ ტყუილმა დაპირებებმა, რასაც აცხადებენ. მეორე წუთიდანვე იშიფრებიან და ქართველი ხალხი ხვდება, რომ ეს არის მათი ეგრეთწოდებული წინასაარჩევნო ტრიუკები, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, „ლელოს“ თავისი ფორმულა აქვს და რა მათემატიკური გათვლაც არ უნდა განახორციელონ ჯამში ციფრი მათთვის სასურველი იქნება.

„რუსეთს სანქციები უნდა დაუწესონ, რაც უდრის მინიმუმ 10%-იან ეკონომიკის ვარდნას ქვეყანაში, ეს როგორ უდრის 1000 ლარამდე პენსიების გაზრდას?! როგორც ჩანს „ლელოს“, ამ ბანკირების ძირითადად შემადგენლობას თავისი ფორმულა აქვს, რა მათემატიკური გათვლაც არ უნდა განახორციელონ ჯამში ციფრი იქნება მათთვის სასურველი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,218 ნახვა