GD Banner
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილს არ შესტკივა გული იმ სიტყვებზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რადგან ეს სიტყვები ამ კონსტიტუციაში ჩვენი სისხლით ჩაიწერა. ყველა სიტყვა მასში 9 აპრილის გმირების სისხლით ჩაიწერა

სალომე ზურაბიშვილი თავს ამ ქვეყნის შვილად არ მიიჩნევს, მას ეს კონსტიტუცია არ მიუღია. მას არ შესტკივა გული იმ სიტყვებზე, რომელიც ამ კონსტიტუციაში წერია, რადგან ეს სიტყვები ამ კონსტიტუციაში ჩვენი სისხლით ჩაიწერა. ყველა სიტყვა ამ კონსტიტუციაში 9 აპრილის გმირების სისხლით ჩაიწერა. მისთვის ეს ღირებულება არ არის, მისთვის ეს არის ჩვეულებრივი ფურცლები, რომელიც მის თაროზე წიგნის სახით დევს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ამიტომაც აცხადებს სალომე ზურაბიშვილი ასე თავისუფლად, რომ მისთვის კონსტიტუცია არაფერი არ არის. ის იქცევა ისე, როგორც მას სურს. მას საქართველო ჰგონია საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ის ინარჩუნებს ამ პოზიციას, არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა. სამწუხაროა, რომ უცხოეთშიც ჰყავს მას საკუთარი მფარველები და მმართველები. ამიტომაც ახერხებს ხოლმე სხვადასხვა ადგილას წასვლას. სალომე ზურაბიშვილი არ წარმოადგენს საქართველოს და კარგია, რომ ეს თავის დროზე გაირკვა მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით, რომ სადაც ის ისაუბრებს, ისაუბრებს როგორც კერძო პირი და ვერანაირ ზიანს ამით საქართველოს ვერ მიაყენებს. დარწმუნებული ვარ ამის ბევრი მცდელობა ექნება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,196 ნახვა