შეგვიძლია გავიხსენოთ, როგორ შეაპარებენ ხოლმე და როგორ იხვეწებიან მხარდაჭერას მდაბიო კამპანიით “ლელოს”, გახარიას თუ სხვა წარმომადგენლები. მაგალითად, “ლელომ” თქვა, რომ მას ექნება 9 %-იანი [ეკონომიკური] ზრდა, ანუ ოღონდ თავისი სიითი ნომერი, “9” გაახმოვანოს და 10%-იანი რომ იქნება [ზრდა], ვაიმე, უნდა დავწიოთ 9-მდეო? თეორიულად წარმოიდგინეთ, არარეალური ამბავია, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, იმავე გზას მიმართა გახარიამ, როდესაც განაცხადა, რომ 25 მდიდარ ოჯახს სახელმწიფო ემსახურება, რითაც შეეცადა, “ლელოს” მსგავსად, თავისი საარჩევნო ნომერი ამომრჩევლისთვის შეეხსენებინა.
“გახარიამ თქვა, 25 მდიდარი ოჯახია და მათ ემსახურება სახელმწიფო და ამით შეაცურეს თავიანთი საარჩევნო ციფრები და რიცხვები ამომრჩეველს. ამის გარდა რომ ვერაფრით აწონებ თავს და ქვეცნობიერში პიარული ხრიკებით ცდილობ რაღაცების ჩადებას, ჩვენ ახლა ვიტყვით, რომ 41-ჯერ გავანადგურებთ პოლიტიკურად არჩევნებში და 41-ჯერ მოვუგებთ. მერე მათი მედიის რომელიღაცა წარმომადგენელი გაგიჟდება, რა ამბავია 41 არჩევნები, აგერ უკვე 8-9 არჩევნები მოუგეთ და ახლა მეათეც და დავამთავროთ ამითო, გვეტყვიან. აი, ამ არარეალურ ამბებში გადავდივართ.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.