GD Banner
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, თეოდოროს რუსოპულოსი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს.

“ევროპული მულტილატერალიზმისა და საერთო სამართლებრივი წესრიგის [მიმართ] საფრთხეები ტვირთად აწვება ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოს და უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, ერთიანი ვიყოთ ჩვენი საერთო ღირებულებების ირგვლივ იმ გამოწვევების წინაშე, რომელთა წინაშეც ვდგავართ”, – ნათქვამია წერილში.

“დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წლიდან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დაგროვილი თქვენი ფართო გამოცდილება – იქნება ეს თქვენი ეროვნული დელეგაციის თავმჯდომარეობა, საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტობა თუ კომიტეტის წევრობა – გადამწყვეტი ფაქტორი იქნება თქვენს წინაშე არსებული მნიშვნელოვანი ამოცანების შესასრულებლად”, – აღნიშნულია წერილში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,194 ნახვა