GD Banner
პოლიტიკა

ჩიქოვანი: „ლელოს“ არაზუსტი სამიზნე ჰყავს შერჩეული, ივანიშვილი ჩვენი მოქალაქეებისთვის არის სტაბილურობის ფაქტორი

პარტია „ლელოს“ ძალიან არაზუსტი სამიზნე ჰყავს შერჩეული ბიძინა ივანიშვილის სახით. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე არა მხოლოდ პარტიის ამომრჩევლისთვის, არამედ ქვეყნის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, მათ შორის, ოპოზიციური ამომრჩევლისთვის, არის სტაბილურობის ფაქტორი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეს მოცემულობა ობიექტური რეალობაა და ვერავინ შეცვლის. 

„ადამიანს იმდენი აქვს ნაღვაწი საკუთარი სამშობლოს, სახელმწიფოს სასარგებლოდ და მეორეს მხრივ, ისეთ დროს და ისეთ ვითარებაში აქვს გამოჩენილი სიმტკიცე, რომელმაც გაიტანა ის, რომ ჩვენი სახელმწიფო დღეს მშვიდობიანი თანმიმდევრული განვითარების შესაძლებლობას ფლობს, რომ საზოგადოებაში ეს ნამდვილად განაპირობებს სიმშვიდეს.

როდესაც შენ უპირისპირდები და სამიზნედ ხდი ასეთ ადამიანს და პოლიტიკური ძალის შემქმნელს, რომელმაც შექმნა „ქართული ოცნება“ და დღეს არის ჩვენი პოლიტიკური პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ეს მათ მხოლოდ ვნებს. ამით ისინი ბიძინა ივანიშვილს ვერაფერს დააკლებენ“, – აცხადებს ჩიქოვანი.

მისივე თქმით, ოპოზიცია მხოლოდ იმას აკეთებს ამდენი დაუმსახურებელი კრიტიკით, რომ საკუთარი „სახე გამოაქვთ სააშაკარაოზე“.

„კიდევ უფრო სააშკარაოზე გამოაქვთ საკუთარი სახე, რომელიც რაც არ უნდა შენიღბული იყოს, რაც არ უნდა დასავლური ჩანდეს, თუნდაც თავისი ატრიბუტიკით, საქართველოს ირგვლივ ამერიკული მანქანების ტურებით, რომელიც ასევე ფიასკოთი სრულდება, მიუხედავად ამისა კარგად ჩანს, რომ აქ არაფერ ევროპულობაზე საუბარი არ არის. აქ არსად არის საუბარი კანონის უზენაესობაზე, ადამიანების და ჩვენი საზოგადოების ღირსების პატივისცემაზე“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, ინტერვიუ თავდაცვის ახალ მინისტრთან ტელეკომპანია „იმედმა“ ჩაწერა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,217 ნახვა