GD Banner
პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ლელოს უკუღმა მედასავლეთე, სტრატეგიული პარტნიორის მუდამ მორჩილმა ლიდერებმაც ყურად უნდა იღონ აშშ-ს კანონმდებლის მითითება

ენდი ბიქსმა კონგრესმენმა არიზონიდან, დევიდ კამერონს უკრაინასთან მიმართებით, რამოდენიმე რჩევა მისცა! ვფიქრობ, ლელოს უკუღმა მედასავლეთე, სტრატეგიული პარტნიორის მუდამ მირჩილმა ლიდერებმაც ყურად უნდა იღონ აშშ-ს კანონმდებლის მითითება! შინ ევროპისკენ!,-წერს რეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ამერიკულ გამოცემა The Hill-ისთვის დაწერილ სტატიაში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა აშშ-ის სენატის მიერ უკრაინისთვის თითქმის 60 მილიარდი დოლარი დახმარების შესახებ კანონპროექტის მიღებასა და კონგრესს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი თქმით, უკრაინისთვის დახმარების გამოყოფაზე უარის თქმა მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ჰიტლერის მიმართ დათმობებზე წასვლის პოლიტიკას შეადარა.

დევიდ კამერონის სიტყვებმა რესპუბლიკელთა ერთი ნაწილი განარისხა. მათ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ურჩიეს, ომის დასრულების მკაფიო ორიენტირების გარეშე შეერთებული შტატებისთვის „ცარიელ ჩეკზე” ხელის მოწერის მოთხოვნის ნაცვლად, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ევროპელებისგან მოეთხოვა სამართლიანი წილის გადახდა.

ენდი ბიგსმა, არიზონის შტატიდან წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა დეპუტატმა, კამერონის განცხადებას “სასაცილო” უწოდა და დასძინა, რომ მას „ძლიერი ზიზღი აქვს ასეთი უმწიფარი აზრის მიმართ”.

„თქვენ პუტინის დამწყნარებელი ხართ?” – ჰკითხა დიდბრიტანულ ტაბლოიდ dailymail-ის კორესპონდენტმა მემარჯვენე რესპუბლიკელს ჯორჯიის შტატიდან მარჯორი ტეილორ გრინს.

„დევიდ კამერონი შეშფოთებული უნდა იყოს ნაცისტებით უკრაინის არმიაში, ბატალიონ „აზოტში”. ჩვენ ყველანი დავიღალეთ აბსურდული სახელების შერქმევით, ეს ვერ მაიძულებს უკრაინის ომის დაფინანსებას. ჩემთვის მართლა სულ ერთია, რას იტყვის იგი. მე ვთვლი, რომ ეს უხეში ლანძღვაა და არ მომწონს ასეთი ენა. „დევიდ კამერონი თავის ქვეყანაზე უნდა წუხდეს და, გულწრფელად რომ გითხრათ, მას შეუძლია მაკოცოს ტრ**ზე”, – უპასუხა გრინმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,213 ნახვა